უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, თითქმის 6,000 ადამიანი, წყალდიდობის გამო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ზაპოროჟიეში, დატოვებას ვერ ახერხებს.
"ვასილივკას საგუშაგოზე 1200-ზე მეტი მანქანაა, თითქმის 6000 ჩვენი მოქალაქე ელოდება ქალაქ ზაპოროჟიედან გასვლას. ვითარება გართულდა ბოლო დღეებში, რადგან ზაპოროჟიეს რაიონში ძლიერი წვიმაა გზა გაუვალი გახდა."- განაცხადა მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა.
ვასილივკას გავლით ზაპოროჟიესკენ მიმავალი მარშრუტი ერთ-ერთია იმ რამდენიმე "მწვანე დერეფნიდან", რომელიც საშუალებას აძლევს მშვიდობიან მოქალაქეებს უსაფრთხოდ დატოვონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და გადავიდნენ უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილებში.
"ევაკუაცია შესაძლებელია, მაგრამ წყალდიდობის გამო ეს ძალიან რთულია და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს."- ამბობს ფედოროვი.
ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა, რომლებიც ცდილობდნენ ამ გზის გავლით ტერიტორიის დატოვებას, უკრაინის კონტრშეტევის გამო დროებით ოკუპირებული ხერსონის მიმართ, გაიზარდა.